დაუსაბუთებელი ბრალდების ტყვეობაში - როგორ ჩამოეშალა გამოძიებას საქმე?
"გეშლებით ვიღაცაში" - ასე უპასუხა სასამართლოში პროკურატურის ოქროს მოწმეს ბრალდებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა. მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ხელი რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს დაადო. მოწმე ამტკიცებდა, რომ მაშინ როცა მასსა და აქტივისტებს შორის იდგა სამართალდამცველებისა და რობოკოპების რამდენიმე რიგი, მაინც დაინახა, დაიმახსოვრა და უკვე ამოიცნო, ვინ ისროლა ქვა მისი მიმართულებით.
პროკურატურას როგორც ჩანს, ახალგაზრდა აქტივისტის წინააღმდეგ საქმის შეკერვა ძალიან გაუჭირდა და ამიტომ მაშველ რგოლად მეხანძრე გამოუშვა. ის ამ დრომდე ერთადერთია, რომელიც ხელს ბრალდებულ ბუბუტეიშვილს ადებს.
სხვამ ვერცერთმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვერ ამოიცნო და არც დანაშაულის დამამტკიცებელი კადრები არსებობს. ბუბუტეიშვილს ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმის გამო ასამართლებენ. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაუსაბუთებელი ბრალდების ტყვეობაში - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.