კომფორტი რუსეთის მოქალაქეებს - სამთავრობო სერვისებში რუსული ენაც გაჩნდა
სახელმწიფო უწყებები რუსულენოვანი მოქალაქეების კომფორტზე არიან გადასულები. თბილისის სატრანსპორტო აპლიკაციაში ქართულისა და ინგლისურის შემდეგ გაჩნდა რუსული ენაც. ეს არის აპლიკაცია, რითაც ხალხი იღებს ინფორმაციას საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტზე, გაჩერებების მისამართებზე და ა. შ. რატომ მაინცდამაინც რუსული და არა დავუშვათ უკრაინული, როცა საქართველოში ბევრი უკრაინელიც გადაადგილდება?
ამ კითხვაზე დედაქალაქის მერი არ გვპასუხობს, სამაგიეროდ პრობლემას ვერ ხედავს, რომ სატრანსპორტო აპლიკაციას რუსული ენა დაემატა. და ეს ყველაფერი არ არის - "პირველებმა" აღმოაჩინა, რომ მესამე ენა რუსული - გაჩნდა იუსტიციის სახლის აპარატებშიც. ანუ დოკუმენტების ასაღებად უწყებაში მისულ რუსეთის მოქალაქეებს ოცნების ხელისუფლება მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.
რუსულენოვანი სატრანსპორტო აპლიკაცია - ანა მდივანი დეტალებით
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.