წინასაარჩევნო თავდასხმები ოპოზიციაზე - მოძალადეები დაუსჯელობის გარანტიებით სარგებლობენ?!
ხალხის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად თავდასხმების კამპანია ოპოზიციაზე - ქართული ოცნების საარჩევნო სტრატეგია გაცხადებულია. ნებისმიერი მეთოდებით ჩაშალონ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრები მოსახლეობასთან. ზონდერ ჯგუფები უკვე გააქტიურებულია და ოპონენტებს დასდევენ ყველგან სადაც ხალხთან საუბარია დაგეგმილი. ხელისუფლებას, რომელსაც თავად არ აქვს არაფერი სათქმელი, ახლა ცდილობს ოპოზიციის შეხვედრები ჩაშალოს.
მოძალადეები დაუსჯელობის გარანტიებით სარგებლობენ. პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდა კვლავ თანამდებობაზეა. ყველა მოძალადის ვინაობა ცნობილია და ფორმალური გამოძიება დაწყებულია ძლიერი საქართველოს ლიდერებზე მომხდარ თავდასხმაზე. თუმცა კოალიციაში ითხოვენ, რომ ქარელში მომხდარ ფაქტს პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია მიეცეს.
წინასაარჩევნო თავდასხმები ოპოზიციაზე - ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟი
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.