ხელისუფლებისგან მიტოვებული დევნილები - მლაშეში ხალხი შველას ითხოვს

09.09.24 20:39
ხელისუფლებისგან მიტოვებული დევნილები - მლაშეში ხალხი შველას ითხოვს

ხელისუფლებისგან მიტოვებული დევნილები - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში ხალხი შველას ითხოვს.  ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით წამოსულ მოქალაქეებს საერთო საცხოვრებელი ლამის თავზე ენგრევათ. კორპუსი ავარიულია. წვიმის  ჩასვლიდან რომ თავი დაეცვათ სახურავი საკუთარი  სახსრებით გამოცვალეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დაზიანებულია შენობის კედლები და საძირკველი

ხალხი შველას  ხელისუფლებიდან დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს. არავინ მათი პრობლემით არ დაინტერესებულა. ადამიანებს, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო 45 ლარიანი დახმარებაა,  დღეს ოპოზიციამ უთხრა, რა  გეგმა აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.  კოალიცია ძლიერი საქართველო პირობას დებს,რომ ყველა  დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ფართს, 45 ლარიანი დახმარება კი საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება.