შეუერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ძლიერ საქართველოს"? - რას ამბობენ კოალიციაში

09.09.24 22:05
შეუერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ძლიერ საქართველოს"? - რას ამბობენ კოალიციაში

შეუერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ძლიერ საქართველოს"? - კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძე-ელისაშვილის ერთობასთან თანამშრომლობას.

როგორც ლევან ცუცქირიძე განმარტავს, მისთვის სასიხარულოა, რომ გიორგი მარგველაშვილმა კოალიციის მიმართ საკუთარი სიმპათია და მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამ ეტაპისთვის მეტი დეტალის გამხელა არ შეუძლია.

როგორც ეს მოხდა წინა გაფართოების შემთხვევაში, მე ვამბობდი, რომ როდესაც ამაზე ვილაპარაკებ, ვიტყვი იმას, რაც რეალურად მოხდება. მე ძალიან მოხარული ვარ იმისი, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გამოხატა თავისი სიმპათია, მხარდაჭერა ჩვენი კოალიციის მიმართ. როგორც კი ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მოძრაობა მაშინვე ვთქვი, რომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ისეთ კოალიციაში, რომელიც იქნება ყველაზე ინკლუზიური და ყველაზე მრავალპარტიული. დანარჩენი, როდესაც გვექნება უფრო ნათელი გადაწყვეტილებები ამ საკითხზე, მაშინ სიამოვნებით ვისაუბრებ, რადგან არ მინდა ისეთი რამ ვთქვამ, რაც შეიძლება, ოდნავ მაინც არ იყოს კორექტული და თანმიმდევრული", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.