სასკოლო წელი ისევ უამრავი პრობლემით და სასკოლო კვების გარეშე იწყება - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი
სასკოლო წელი ისევ უამრავი პრობლემით და სასკოლო კვების გარეშე იწყება, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა რევაზ აფხაზავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ყველა ის მიზეზი ჩამოთვალა, რის გამოც სკოლებში მოსწავლეების კების პროგრამა უნდა არსებობდეს.
აფხაზავას განცხადებით, საქართველოს მსოფლიო ქვეყნების იმ 10%-შია, სადაც არც სასკოლო კვება და არც სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები არ არსებობს.
ორშაბათიდან იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ახალი სასწავლო წელი იწყება კვლავ პრობლემებით, ეს ინფრასტრუქტურას ეხება თუ სხვა საკითხებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი წელი ისევ კვლავინდებურად, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ, იწყება სასკოლო კვების გარეშე და ჩვენი მოსწავლეები, რომელთა შორის ძალიან ბევრია სოციალურად დაუცველი, მათ შორის, ჩვენ გვაქვს რეგიონები, სადაც სოციალურად დაუცველი მოსწავლეების წილი მოსწავლეების საერთო რაოდენობაში არის ძალიან მაღალი. ფაქტობრივად, ყოველი 10-დან 4 ბავშვი არის სოციალურად დაუცველი და ასეთი ტიპის პროგრამების განხორციელება ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და უნდა, მოსახლეობასაც ვუთხრათ, რომ ეს არის, სამწუხაროდ, საქართველოში ნორმალიზებული, რომ თითქოს არ არის ასაკიბრივი კვება და რა მოხდა, ასეც უნდა იყოს.მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო ქვეყნების 10%-ში შევდივართ, სადაც არანაირი სასკოლო კვება არ არის და ასევე, რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არანაირი სასკოლო პროგრამა არ ხორციელდება ჩვენი მოსწავლეებისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანშიც კი არის ასეთი ტიპის პროგრამები და ეს ძალიან მნიშნელოვანია სხვა პრიორიტეტებთან ერთად, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ დიდხანს დავაყოვნოთ მოსწავლეები სკოლაში და მათ განათლების ხარისზე უფრო მეტად ვიზრუნოთ. მეორე საკითხი ეს არის, რომ მათი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ჯანმრთელობის გაუმჯობესების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვან, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, მოსწავლეები სოციალურად დაუცველები არიან თუ სხვა სოციალური სტატუსის მატარებლები, ისინი არაჯანსაღად იკვებებიან სკოლაში, რაც მათი ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს და მესამე, ეს არის სოციალური ფაქტორი. როგორც ვახსენე, ქვეყანაში, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველი მოსწავლე გვყავს, ამდენი მოსწავლე გვყავს, რომელიც საარესებო მინიმუმის ზღვარს ქვევით ცხოვრობს, ასეთი ტიპის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ მიზნის მისაღწევად, - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.