არჩევნებზე "ოცნების" წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან აცრილები - მდინარაძე

10.08.21 14:19
არჩევნებზე "ოცნების" წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან აცრილები - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარტიის წარმომადგენლების მაქსიმალური რაოდენობა იქნება ვაქცინირებული. მდინარაძე ამბობს, რომ "ოცნება" 2021 წლის არჩევნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლების ვაქცინაციის პასუხისმგებლობას იღებს. 

 "ქართული ოცნება" იღებს ვალდებულებას, რომ მისი  წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად  ჩართული ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდ რეგულაციებს" - თქვა მდინარაძემ.