დეკანოიძე: 26 ოქტომბრის შემდეგ, მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე წავა

10.09.24 13:06
დეკანოიძე: 26 ოქტომბრის შემდეგ, მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე წავა

"26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14 მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც პირველ რიგში, წავა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე და საქართველო იქნება სრულიად განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია Ბიძინა ივანიშვილს", - ამის შესახებ, აშშ-ის მიერ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, შტატების გადაწყვეტილება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ოცნებამ" ქვეყანა სრულ იზოლაციაში შეიყვანეს. 

ფაქტია და ჩვენ ვხედავთ უკვე ძალიან კონკრეტულ მაგალითებს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ", ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანეს სრულ იზოლაციაში და რა თქმა უნდა, ეს იზოლაცია არის ზუსტად მათი განზრახვა, რომ საქართველოში იყოს ემიგრაცია სიღატაკე და ამ დროს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ 26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14 მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც პირველ რიგში, წავა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, წავა სოციალურ პროექტებზე, წავა ეკონომიკაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იქნება სრულიად სხვა და განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია Ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

შტატები საქართველოში სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის დაფინანსებას აჩერებს. 

დაპაუზებულია და გაურკვეველი დროით დაბლოკილია პროგრამა, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში  სეისმური სადგურები შეიქმნა და რომლითაც მიწისძვრის ეპიცენტრის ან მოსალოდნელი სტიქიის  განსაზღვრა იყო შესაძლებელი. 

სადგურების მოვლასა  და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ფულს ცენტრი იმ 95 მილიონიანი ტრანშიდან იღებდა, რომლითაც საქართველოს ამერიკის მთავრობა წლების განმავლობაში აფინანსებდა.