"მივესალმებით" - პაპუაშვილი საქართველოში რუსული "ოზონის" ფუნქციონირებაზე

10.09.24 15:22
"მივესალმებით" - პაპუაშვილი საქართველოში რუსული "ოზონის" ფუნქციონირებაზე

"მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ კომპანიებს", - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე რუსული "ოზონის" საქართველოში ფუნქციონირების დაწყებას. შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული კანონიერია და ამიტომ საკითხზე ყველა სხვა საუბარი "სპეკულაციაა". 

ის, რაც კანონიერია, ყველაფერი კანონიერია. არ ვიცი თქვენი სპეკულაციები, ვინ სად არის, ვინ ვის იცნობს, აბსურდია, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა, ღია ბაზარი, სადაც მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ კომპანიებს. რა თქმა უნდა, თუკი ეს არის კანონიერი და ჯდება იმ საერთაშორისო ვალდებულებებში, რომელიც საქართველოს აქვს აღებული, - ამბობს პაპუაშვილი.

ვლადიმერ ევტუშენკოვის ოჯახის კუთვნილი პლატფორმა „ოზონი„  საქართველოში გამოჩნდა და ფუნქციონირებას ოფციალურად  ყველა დიდი ქალაქში იწყებს.

ვინ არის ვლადიმერ ევტუშენკოვი?
აშშ-მა ევტუშენკოვის დაფუძნებული კომპანია სისტემა დაასანქცირა. ის იმ ასეულობით კომპანიას შორის მოხვდა, რომელსაც სანქციები უკრაინაში რუსეთის ომის გამო დაუწესდა. 

ამასთან, გასული წლის 25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.