"პრობლემას ვერ ვხედავ" - კალაძე საქართველოში "ოზონის" ფუნქციონირებაზე

10.09.24 15:28
"პრობლემას ვერ ვხედავ" - კალაძე საქართველოში "ოზონის" ფუნქციონირებაზე

 საქართველოში კიდევ ერთი რუსული კომპანიის, "ოზონის" ფუნქციონირებაში დედაქალაქის მერი პრობელმას ვერ ხედავს. კახა კალაძე ისევ იმეორებს, რომ ქართული ბაზარი ყველასთავის ღიაა და ყველა არსანქცირებულ  კომპანიას აქ ბიზნესის წარმოების საშუალება აქვს. 

ამასთან, კალაძე "სპეკულაციას" უწოდებს კომპანიის ევტუშენკოვთან კავშირსაც.

ჩვეულებრივი, მორიგი სპეკულაციები გახლავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით სანქციებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ. საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის და ღიაა ასევე ბიზნესისთვის და ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანიას, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში, აწარმოოს ბიზნესი, დაასაქმოს ადამიანები. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით, - ამბობს კალაძე. 

ვლადიმერ ევტუშენკოვის ოჯახის კუთვნილი პლატფორმა „ოზონი„  საქართველოში გამოჩნდა და ფუნქციონირებას ოფციალურად  ყველა დიდი ქალაქში იწყებს.

ვინ არის ვლადიმერ ევტუშენკოვი?
აშშ-მა ევტუშენკოვის დაფუძნებული კომპანია სისტემა დაასანქცირა. ის იმ ასეულობით კომპანიას შორის მოხვდა, რომელსაც სანქციები უკრაინაში რუსეთის ომის გამო დაუწესდა. 

ამასთან, გასული წლის 25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.