პრეზიდენტმა ივანიშვილი ფრანგულ მედიასთან ოლიგარქად მოიხსენია, რომელსაც რუსეთთან საეჭვო კავშირები აქვს

10.09.24 16:21
პრეზიდენტმა ივანიშვილი ფრანგულ მედიასთან ოლიგარქად მოიხსენია, რომელსაც რუსეთთან საეჭვო კავშირები აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ფრანგულ მედიასთან ოლიგარქად მოიხსენია, რომელსაც რუსეთთან საეჭვო კავშირები აქვს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Figaro-სთან ინტერვიუში რუსული კანონის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ “მისი მიღება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ.“

ზურაბიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ “სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს.“

ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო.

არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა,- ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა“, - ამბობს პრეზიდენტი გამოცემასთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები