“ოცნება“ პირველ ოცეულს ასახელებს - იქნება თუ არა ივანიშვილი სიის სათავეში

10.09.24 17:54
“ოცნება“ პირველ ოცეულს ასახელებს - იქნება თუ არა ივანიშვილი სიის სათავეში

“ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო სიის პირველი ოცეული უნდა დაასახელოს - სპორტსმენების გარდა, კიდევ ვინ იქნება სიაში, საიდუმლოდ რჩება. 

“ოცნების“ წევრები სიაზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა პირველ ნომრად თავად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის დასახელებას მიესალმებიან.

ივანიშვილი ყველანაირი სიისთვის პირველ ნომრად შესაბამისი კანდიდატია, ამაზე კამათიც არ შეიძლება“,- ამბობს “ოცნების“ წევრი, თენგიზ შარმანაშვილი.

სიის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს პარალამენტის თავმჯდომარეც და ამბობს, რომ “როდესაც მოხდება სიის წარდგენა, მაშინ გაიგებს საზოგადოება, როგორი ოცეულით გამოდის “ოცნება“ არჩევნებზე.“

“ოცნების“ კიდევ ერთი წევრი კი აცხადებს, რომ ვინ იქნება სიაში, ამას პოლიტსაბჭო წყვეტს და ყველა ერთად გაიგებს.

მობრძანდით და ყველა ერთად გავიგებთ ვინ იქნება ოცეულში. ვინ იქნება და არა სიაში ამას პოლიტსაბჭო წყვეტს და ამასაც აუცილებლად გაიგებთ თვის ბოლოს, როცა ცესკოში სიების ოფიციალური წარდგენა მოხდება“, - ამბობს ირაკლი კირცხალია. 

“ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს დღეს, 20:00 საათზე დაასახელებს.

ასევე ნახეთ: 

 

 

მსგავსი სიახლეები