საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას არავის მისცემს - კალაძე
"ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე "გარე ძალების" მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამის უფლებას არავის მისცემს.
კალაძეს მაგალითად ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გამოსვლა მოჰყავს. მისი შეფასებით, სწორედ ეს იყო "ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა".
საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ მისცემს შესაძლებლობას, გინდ რუსეთი იყოს, გინდ ამერიკა, ამის მცდელობები ცხადია არსებობს, გინდ ევროპა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. ჩვენთვის კატგორიულად მიღებელია, მაგალითად, ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან და აქ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე გამოდიოდნენ. ხომ გახსოვთ ეს? ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს სენატში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის მთავარი თემა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკა, რუსული კანონი და მოახლოებულ არჩვნებში რუსეთის როლი იქნება.
პარალელურად, საგანგებო განცხადებას ავრცელებს „ჰელსინკის კომისიაც", რომელიც "მეგობარი აქტის" ინიციატორია. პარტნიორები ამბობენ, რომ "ოცნების" პოლიტიკის გამო საქართველომ დემოკრატიული ეროზია განიცადა, ამიტომ ახლა მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად ქართველ ხალხს სჭირდება და შტატები მოქმედებაზე გადადის.