ვინ მოხვდა ივანიშვილის რჩეულთა სიაში - "ოცნება" საარჩევნო სიის პრეზენტაციისთვის ემზადება
გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. ვინ იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი? ივანიშვილის პარტია პირველი ოცეულის პრეზენტაციისთვის ემზადება. ამ წუთებში ღონისძიება ორთაჭალაში უნდა დაიწყოს. სიის შემადგენლობის დასახელებას დაესწრება ბიძინა ივანიშვილიც. ახლა საინტერესოა, ორი ირაკლიდან გააკეთა რომელიმეზე არჩევანი თუ თავად ჩაეწერა სიის პირველ ნომრად.
გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნება" გადამწყვეტ არჩევნებზე ფსონს ისევ სპორტსმენებზე დებს. არ არის გამორიცხული, რამდენიმე გამსვლელ სიაში ვნახოთ. ოცეულის დასახელებით "ოცნებაში" ნერვების ომის პირველი სერია დასრულდება. სავარაუდოდ, ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლები პირველად დღეს გაიგებენ, ვინ მოხვდა ივანიშვილის რჩეულთა სიაში. ვინ იქნება დეპუტატი კიდევ ერთი ვადით და ვინ დარჩება სიის მიღმა - ეს ახლა კიდევ ერთი პოლიტიკური ინტრიგაა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.