მზადება "ოცნების" პარტიული ღონისძიებისთვის - სამთავრობო უწყებების კვარტალი 4 საათით ადრე დაცალეს
საგანგებოდ ივანიშვილისთვის დახურული საჯარო რეესტრი - ძალოვანების კვადრატში ოლიგარქის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ოთხი საათით ადრე დაწყეს. რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბოქლომი დაადეს, თანამშრომლები კი სახლში 18:00-ის ნაცვლად 16:00 საათზე გაუშვეს.
პარტიული ღონისძიებისთვის სამთავრობო უწყებების კვარტალი სრულად დაცალეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ორი საათით ადრე დაკეტეს და თანამშრომლები სახლში 18:00- ის ნაცვლად, 16:00 საათზე გაუშვეს. ეს იმისთვის, რომ ძალოვანების კვარტალში, სადაც "ოცნების" სიის პრეზიენტაცია უნდა გაიმართოს, ელოდებიან ბიძინა ივანიშვილსაც. ოლიგარქი ხალხთან, სავარაუდოდ, ისევ დაჯავშნილი აკვარიუმით გამოჩნდება.
ვრცლდა ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.