თავდასხმებიდან დაკავებაზე - იორმუღალოში "ძლიერი საქართველოს" რეგიონული ლიდერი დააკავეს
გამოცხადებული ტერორი - "ოცნების" რეპრესიული მანქანა თავდასხმებიდან დაკავებებზე გადავიდა. სამიზნე "ძლიერი საქართველოს" რეგიონული ლიდერი გახდა. იორმუღალოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განამვლობაში მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც სახლი თავდაყირა დააყენეს, სამართალდამცველები სხვენში ავიდნენ და მათი მტკიცებით, იქ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ იუსალ კაიბოვს ხელბორკილები დაადეს და ახლა ის ბრალის წარდგენას ელოდება.
ოპერატიული ინფომრაცია, რომ კაიბოვის სახლში იარაღი ინახებოდა, პოლიციაში ზუსტად არჩევნების წინ შევიდა, რაც კოალიციისთვის დამატებითი მტკიცებულებაა, რომ საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეხება. ოჯახი ირწმუნება, რომ მათ სახლში იარაღი არასდროს ყოფილა, ხმაურიანი სპეცოპერაცია კი მხოლოდ კაიბოვის განეიტრალებას ემსახურებოდა. "ძლიერი საქართველოს" რეგიონული წარმომადგენელი აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა და სწორედ ეს გახდა ხელისუფლების გაღიზიანების მიზეზი.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.