ღია მხარდაჭერა ქართველ ხალხს - რუსული გავლენების გაძლიერების გამო ვაშინგტონი აქტიურ ქმედებებზე გადადის

10.09.24 20:43
ღია მხარდაჭერა ქართველ ხალხს - რუსული გავლენების გაძლიერების გამო ვაშინგტონი აქტიურ ქმედებებზე გადადის

 

 

ღია მხარდაჭერა ქართველ ხალხს - ქვეყანაში რუსული გავლენების გაძლიერების გამო ვაშინგტონი აქტიურ ქმედებებზე გადადის. სენატის საგარეო კომიტეტში ჩანიშნულ განხილვამდე 2 დღით ადრე ჰელსინკის კომისია კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. "მეგობარი აქტის" ინიციატორი კონგრესმენთა ჯგუფი უკვე ღიად საუბრობს მოახლოებულ არჩევნებში რუსულ ჩარევაზე. "დემოკრატიის ეროზია" - ასე აფასებენ ვაშინგტონში ოლიგარქის მმართველობის შედეგს. 

შეერთებული შტატაბის ღია გზავნილებს "ოცნება" თბილისიდანაც იღებს. ელჩი დანიგანი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" რუსული ნაბიჯების გამო ქართულ-ამერიკული პარტნიორობა ჩიხშია შესული, ხელისუფლებას კი ანტიამერიკული დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. უკიდურესად გაუარესებული  ურთიერთობების მიუხედავად, დიპლომატი აღნიშნავს, რომ ამერიკა ქართველი ხალხის დახმარებას არ შეწყვეტს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.