ვეტერანები უნდა გრძნობდნენ მადლიერებას სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან - “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ვეტერანებს შეხვდნენ

10.09.24 21:25
ვეტერანები უნდა გრძნობდნენ მადლიერებას სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან - “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ვეტერანებს შეხვდნენ

“ჩვენ გვაქვს დიდი გეგმა, მნიშვნელოვანი ბრძოლა გველის წინ, დარწმუნებული ვარ “ოცნებას“ შევცვლით და ამ ქოსა ტყუილებს გავუშვებთ ოპოზიციაში“- ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა კოალიცია “ძლიერი საქართველოს ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ვეტერანებთან შეხვედრის დროს.

ელისაშვილმა კოალიციის გეგმებზე და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელსაც არჩევნების შემდეგ ვეტერანებისთვის განახორციელებენ.

მან ხაზი გაუსვა სახელმწიფოს დამოკიდებულებას ვეტერანებისადმი და აღნიშნა, რომ მათ სათანადო დაფასება არ აქვთ, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

პირველი წუთებიდან საქმეს უნდა შევუდგეთ და დავიწყოთ ყველა დარგში რეფორმები და ცვლილებები. 

პარლამენტში დღედაღამე ვცდილობდი ვეტერანებზე მელაპარაკა, არ იყო შემთხვევა არ მელაპარაკა და მეკითხა, რომ დიღომში, 5100 კვ.მ რომ არის გამყოფილი და დაპირდით ვეტერანებს, ცალკე იქნებოდა მათთვის  მრავლპროფილური თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება, სად არის?

4 წელია ამას ვეჩიჩინებოდი, ერთადერთი სამარცხვინო 22 ლარი გაზარდეს 100 ლარამდე და ამასაც აყვედრიან. ეს 100 ლარი ყოველწლიურად გაიზრდება, 4 წლის განმავლობაში და იქნება 500 ლარი. ჰოსპიტალი აუცილებლად აშენდება და მე მივალ ამ დღეებში იქ. საპენსიო ასაკს რომ მიუახლოვდები და სოციალურ პაკეტს გიუქმებენ, ეს ამბავი გასწორდებდა და არავის მოეხსნება ეს პაკეტი, საპენსიო ასაკთან ერთად და ამით გამოხატავს სახელმწიფო დამოკიდებულებას.

ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივაა, ვეტერანებისთვის ცალკე იყოს პარკინგზე გამოყოფილი ადგილი.  აბსოლუტურად უფასოდ, რომელსაც ექნება ნიშანი, რომ ეს არის სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანის უფასო გასაჩერებელი ადგილი. 

ასევე პრიორიტეტი სამსახურში - სადმე თუ ვაკანსია იქნება, თანაბარ პირობებში მყოფი ადამიანი თუ წარსდგებიან, ამ ადამიანებში თუ იქნება ვეტერანი, პრიორიტეტი ექნება მას.

ვეტერანები უნდა გრძნობდნენ მადლიერებას სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან მათი თავდადებისა და მათი თავგანწირვისთვის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ვეტერანებთან შეხვედრაზე.

 

მსგავსი სიახლეები