“(ივანიშვილი) არის მამონას ღმერთი და გამხმარი ბაობაბების ფრაქცია წარადგინეს“ - გიგი უგულავა

10.09.24 22:21
“(ივანიშვილი) არის მამონას ღმერთი და გამხმარი ბაობაბების ფრაქცია წარადგინეს“ - გიგი უგულავა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა ამბობს, რომ “ოცნების“ დღევანდელი სიის წარდგენით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ვინ არის ლიდერი და მისი თქმით, “ეს ერთი კაცი ქვეყნის ბედით და მომავლით თამაშობს.“

უგულავამ ივანიშვილი “მამონას“ ღმერთად მოიხსენია და პარტია “გამხმარი ბაობაბებს“ შეადარა.

პოლიტიკოსმა იმ სპორტმენებსაც მიმართა, რომელიც მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში მოხვდნენ და უთხრა, რომ “26 -ში ეს გემი დაიმსხვრევა, ჩაიძირება და დარჩებით ოპოზიციაში და ეს თქვენი ცხოვრების სირცხვილი იქნება.“

ეს არის მამონას ღმერთი და გამხმარი ბაობაბების ფრაქცია წარადგინეს. ბიძინა მათ უყურებს როგორც ზოოპარკების ბინადრებს. ვინც არის ლიდერი, უნდა გამოაჩინო, რომ არ დაავიწყდეს ხალხს. ერთი კაცი თამაშობს ჩვენი ბედით, მომავლით, ქვეყნის უსაფრთხოებით, მოქალქეების ნერვებით, ოცნებების მსხვრევით. რა მნიშვნელობა აქვს ვინ წარადგინეს. ვიღაცეებს გული ეტკინათ, გასაგებია, რომ სამწუხაროდ, ძალისმიერი სპორტი მთლიანად ხელისუფლებაზე მიბმული. მინდა გული გავუხეთქო ჩვენს უკვე ყოფილ სასიქადულო სპორტმესნებს, ეს არ არის ჩვეულებრივი ხელისუფლება, ეს არის რუსეთის მოღალატე ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანას წაართვა ევროპული მომავალი, ჭაობში მიაქანებს ქვეყანას. პეტრიაშვილის და ტალახაძის გასაგონად მინდა ვთქვა, თქვენი ბედნიერება ის იქნება, რომ აღარ იქნებით ამ პარტიის ნაწილი, რადგან 26 -ში ეს გემი დაიმსხვრევა, ჩაიძირება და დარჩებით ოპოზიციაში და ეს თქვენი ცხოვრების სირცხვილი იქნება. ხალხი ამას გაპატიებთ, იმდენი კარგი გაგიკეთებიათ და იმდენი გული გაგიხარებიათ, მაგრამ ამ კაცის გვერდზე დგომა სახელმწიფო ღალატია. 2 თვეში თქვენ ამ სამარცხვინო პარტიის ნაწილი არ იქნებით და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, ოპოზიციაში ამათთან ერთად გინდათ ყოფნა, თუ ჩამოირეცხოთ ის სირცხვილი,რომელიც საკუთარ თავს დღეს აგემეთ“,- განაცხადა უგულავამ.

“ქართული ოცნებმ” 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ირაკლი კობახიძემ სიის პირველ ნომრად “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.

ასევე სიაში მოხვდნენ ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები