26 ოქტომბერს მშვიდობიანი გზით უნდა ვუთხრათ “რუსულ ოცნებას“ არა - ვატო სურგულაძე
“სახელმწიფო ფასდება იმით, როგორი დამოკიდებულება აქვს ვეტერანების მიმართ. ჩვენს ქვეყანაში, სრული იგნორირებით ცდილობენ ღირსება წაგვართვან“,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო სურგულაძე ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ნება სჭირდება იმას, რომ ვეტერანები იყვნენ დაფასებულები.
სახელმწიფო ფასდება იმით, როგორი დამოკიდებულება აქვს ვეტერანების მიმართ. ჩვენს ქვეყანაში, სრული იგნორირებით ცდილობენ ღირსება წაგვართვან, არ გამოვა, ღირსებას ვერ წაგვართმევენ. მაგრამ ქვეყანას ართმევენ ღირსებას და მიგვათრევენ რუსეთში, იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩვენი ძმები მოკლა და მიწები წაგვართვა. ახლა ქვეყნის ღირსების საკითხი დადგა. პოლიტიკური ნება უნდა იმას, რომ ვეტერანები ვიყოთ დაფასებულები, ჩვენი ამოცანაა, თუ გვინდა ქვეყანას ღირსება დავუბრუნოთ, ვეტერანებს პატივი სცეს სახელმწიფომ, თორე ხალხი პატივს ისედაც გვცემს.
26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მშვიდობიანი გზით უნდა ვუთხრათ “რუსულ ოცნებას“ არა“,- განაცხადა ვატო სურგულაძემ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.