ბიძინა ივანიშვილი იქნება პირველი ოპოზიციონერი, ეს არის ამ პარტიის პერსპექტივა - ანა დოლიძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმის, “ვის ჩასვამენ სიაში პირველ ნომრად, ივანიშვილი იქნება პირველი ოპოზიციონერი.“
დოლიძის თქმით, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მმართველ გუნდს მხოლოდ ერთადერთი დაპირება აქვს - “ყველას დაჭერა.“
მიუხედავად იმის, ვის ჩასვამენ სიაში პირველ და მეორე სახედ, ვინც არ უნდა ჩასვან, მთავარია ხალხს დაანახონ, როგორ მიაღწევენ კეთილდღეობას, სიმდიდრეს. კამპანია დაწყებულია და ერთადერთი დაპირება აქვთ, რომ ყველას დაიჭერენ. მე გუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება პირველი ოპოზიციონერი და ეს არის ამ პარტიის პერსპექტივა“, - განაცხადა ანა დოლიძემ “რეაქციაში“.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.