“ივანიშვილი ამ ქვეყანაში მშვიდობის პირველი მტერია“- გიგი უგულავა
“ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნა გაუტკბა და ცდილობს ძალაუფლება ჰქოდნეს მანამ, სანამ ცოცხალია“ - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ხელისუფლება, რომელიც გაშინებს, ყველაზე დიდი მტერია, იმიტომ რომ, შიშებით მანიპულაცია მშვიდობის პირველი მტერია.“
ივანიშვილი საზოგადოებას უყურებს ნაყიდებად, ან საყიდლებად, მისთვის არ არსებობს ადამიანი. ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რატომ არის ეს კაცი საფრთხე. ხელისუფლება, რომელიც გაშინებს, ყველაზე დიდი მტერია, იმიტომ რომ, შიშებით მანიპულაცია მშვიდობის პირველი მტერია. ივანიშვილი ამ ქვეყანაში მშვიდობის პირველი მტერია, იმიტომ რომ ის გზა, რაც მან აიღო, არის სამოქალაქო დაპირისპირების. ეს არ არის მშვიდობის გარანტი, ეს არის ომის და უბედურების მომტანი. ესენი თუ დარჩნენ ხელისუფლებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ქვეყნის საფრთხე მანამდე იქნება, სანამ იარსებებს პუტინი. ეს კაცი ეშმაკთან დებს გარიგებას, თითოეული ჩვენი მოქალაქის და ამ ქვეყნის მომავლის ხარჯზე“,- განაცხადა უგულავამ.