კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება ჩვენია - ქვეყანაში ზეიმია

11.09.24 01:07
კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება ჩვენია - ქვეყანაში ზეიმია

ისტორიული გამარჯვება ჩვენია - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ქვეყნის გაერთიანება კიდევ ერთხელ შეძლო. 

მას შემდეგ რაც ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, თბილისსა და რეგონებში გამარჯვებას ზეიმობენ. 

გულშემატკივართა ნაწილი ტრადიცულად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა და იქიდან ადევნებდა მატჩს თვალს. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება -  ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში ჯვაროსნებმა ალბანეთი 1-0 დაამარცხეს.

71-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლით ჩვენ გუნდმა ალბანეთს სძლია და  6 ქულით, ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა.

რაც შეეხება ამავე ჯგუფის მეორე მატჩს - პრაღაში მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთმა უკრაინას 3-2 მოუგო.

11 ოქქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს სახლში  უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები