განწყობა ოპტიმისტურია, ადამიანები ირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში - სოფო ჯაფარიძე დიდუბის მოსახლეობას შეხვდა

11.09.24 10:12
განწყობა ოპტიმისტურია, ადამიანები ირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში -  სოფო ჯაფარიძე დიდუბის მოსახლეობას შეხვდა

ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე და თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა განწყობა ამაღლებული და ოპტიმისტურია. მისი თქმით, ცხადია, რომ მოქალაქეები ირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეუბნებიან სიღატაკეს იზოლაციაში. 

ახლა ვიმყოფებით დიდუბეში და განწყობა არის საოცრად ამაღლებული. ეს ადამიანები ირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში და დიახ, აღარასოდეს აღარ იქნება სიღატაკე იზოლაციაში, იმის მიუხედავად, რომ ამდენი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნება" ყველა ღონეს ხმარობს, რომ ჩვენი ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, მაღალი ფასები, დაბალი პენსიები, მაგრამ ამ საოცარ ხალხთან ერთად, ჩვენს თბილისელებთან ერთად, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდები და ვესაუბრები, შევდივართ თითოეულ ოჯახში, ვისმენთ ყველას პრობლემებს და აუცილებლად, ჩვენ ყველანი ერთად, 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და ჩვენი ქვეყნის ამ ღირსეულ მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული ხელფასები, ევროპული პენსიები, ევროპული განათლება, ჯანდაცვა, და ეს ყველაფერი იქნება, როცა ხელისუფლება დაკომპლექტება პროფესიონალებით, პატიოსანი ადამიანებით არა კორუფციაში ჩაბმული ადამიანებით, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები