ყველანი მივედით დასკვნამდე, რომ ივანიშვილი უკეთესი გარემოს შანსს გვიკარგავს - ირაკლი ნადირაძე დიდუბის მოსახლეობას შეხვდა

11.09.24 10:15
ყველანი მივედით დასკვნამდე, რომ ივანიშვილი უკეთესი გარემოს შანსს გვიკარგავს - ირაკლი ნადირაძე დიდუბის მოსახლეობას შეხვდა

"ყველანი მივედით დასკვნამდე, 14 მილიარდიანი დახმარების, ანუ მეტი სამუშაო ადგილის, ნაკლები მიგრაციის, უკეთესი გარემოს შანსს გვიკარგავს ბიძინა ივანიშვილი, რაც ერთიანობით უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ დიდუბელებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით,  26 ოქტომბერს ყველამ ყველაფერი უნდა გაააკეთოს, რომ ქვეყანას ის იზოლაცია და ჭაობი აღარ ემუქრებოდეს, რომელშიც საქართველოს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ამყოფებს.

დღეს ვესაუბრეთ დიდუბის მოსახლეობას, მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არის უმუშევრობა, სიღარიბე, მაღალი ფასები, მიგრაცია, და ყველანი ერთად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ იმ 14 მილიარდიანი დახმარების შანსს, რაც ნიშნავს, თავის მხრივ, მეტ სამუშაო ადგილს, უკეთეს გარემოს, უკეთეს ჯანდაცვას, ღირსეულ პენსიას, ნაკლებ მიგრაციას - ამ შანსს გვიკარგავს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ 26 ოქტომბერს ერთიანობით ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის ჭაობი და იზოლაცია, რომელიც გვემუქრება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენით, გავანეიტრალოთ და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ხელში ეჭიროთ ევროკავშირის პასპორტი, მათ შორის, შეძლოს აშშ-ში უვიზო მიმოსვლა, შემოვიდეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციები და ამ ქვეყანაში ადამიანებს ჰქონდეთ კეთილდღეობა, - განაცხადა თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
 

მსგავსი სიახლეები