ჰარისსა და ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა - რაზე იკამათეს
არჩევნებამდე ორი თვით ადრე შტატებში კანდიდატებს შორის პირველი ტელედებატები დასრულებულია. ჰარისსა და ტრამპს შორის დებატები ფილადელფიაში მიმდინარეობდა. იკამათეს ყველაფერზე, მათ შორის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ერთმანეთი არაერთხელ სიცრუეში დაადანაშაულეს. კამალა ჰარისმა პირდაპირ თქვა, რომ ტრამპის პრეზიდენტობამ შეერთებულ შტატებს „დიდი დეპრესიის“ გარდა ყველაზე დიდი უმუშევრობა მოუტანა. ტრამპი კი ისევ ამტკიცებდა, რომ შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს, თუმცა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას, სურს თუ არა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. რესპუბლიკელების კანდიდატმა გნაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინის პრეზიდენტთან, ასევე პუტინთან.
თავის მხრივ, კამილა ჰარისმა თქვა, რომ ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას რუსეთს 24 საათში ჩააბარებს.
ის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინას 24 საათში ჩააბარებს, პუტინი უკვე იჯდა კიევში, ჩვენ დავეხმარებით ზელენსკის და მის ჯარებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინის ჯარები იქნებიან პოლონეთში, - აღნიშნა ჰარისმა.