დენ ბეარი - ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის გარდამტეხი იქნება

11.09.24 11:27
დენ ბეარი - ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის გარდამტეხი იქნება

საქართველოში ახლა ძალიან სამწუხარო ამბები ხდება - ამის შესახებ  ეუთოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

დიპლომატმა დენ ბეარმა პირდაპირ თქვა საქართველომ  უდიდესი  დემოკრატიული უკუსვლა განიცადა. ახსენა საქართველოს  ტერიტორიიდან რუსეთში სავარაუდოდ უკანონოდ გატანილი ტვირთები და რუსული კანონი რომელიც პუტინის კანონის სრული ანალოგია.

საქართველოში ახლა ძალიან სამწუხარო ამბები ხდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ძალიან გულსატკენი იყო ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოს წლების წინ, ხედავდა როგორც ნათელ შუქს. საქართველო ბრალდებული იყო რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში, რომ რუსეთში ახდენდა იმ საქონლის ექსპორტს, რომლის ექსპორტიც არ უნდა მომხდარიყო. ამჟამინდელმა მთავრობამ დააკოპირა რუსეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და აიძულებენ ენჯეოებს მასში დარეგისტრირებას. 

ვიცი, რომ სენატორი შაჰინი იმყოფებოდა შეხვედრაზე, მას უთხრეს, რომ თუ შეერთებული შტატები შეაჩერებდა დემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, ეს პრობლემებს გამოიწვევდა თბილისში.  რა თქმა უნდა, შტატები გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, რომლებიც წარმოადგენენ ქართველი ხალხის უმრავლესობის, ვისაც  თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მთავრობა უნდა და მათ ვისაც თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი უნდა. 

მათ ოქტომბრის არჩევნები ელოდებათ, დარწმუნებული ვარ ეს იცით, ეს არჩევნები იქნება ნამდვილად გარდამტეხი. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს შანსები იქნება შემცირდეს დემოკრატიული უკუსვლა, ასევე იქნება პროგრესი საქართველოს ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც ახლა დემოკრატიული უკუსვლის გამო გაჩერებულია. 

ასე, რომ დავაკვირდეთ, მომდევნო 50 დღე იქნება გარდამტეხი საქართველოსთვის. გასულ კვირას თბილისში ვიყავი, საინტერესო დამატება მაქვს -  მე მქონდა შანსი შევხვედროდი პრეზიდენტს, რომელიც წლების წინ გვეუბნებოდა, რომ „არ იდარდოთ, დაელოდეთ და ნახავთ, როგორ შეიცვლება ეს“, წელს კი , შეხვედრაზე მან გვითხრა, რომ ქართული ოცნება, რომელიც არის მმართველი პარტია,  იქცა ქართულ კოშმარად. მისი ტონიც შეიცვალა, მისგანაც დავინახეთ განგაშის სიგნალი, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისგან - დენ ბეარმა. 

მსგავსი სიახლეები