საქართველოს ხელისუფლება დიქტატურის გზას დაადგა - კონგრესმენის მწვავე გზავნილი

11.09.24 11:15
საქართველოს ხელისუფლება დიქტატურის გზას დაადგა - კონგრესმენის მწვავე გზავნილი

"მეგობარი აქტის" ავტორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი თვლის, რომ რუსული კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლება დიქტატურის გზას დაადგა.  მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონი იდენთიფიცირებულია, როგორც დიქტატურის დასაწყისი"

მისი თქმით, ქართველ ხალხს ორპალატიანი მხარდაჭერა აქვს. 

ძალიან მკაფიოა სომეხი ხალხისთვის და ასევე ქართველებისთვის, რომ ორპალატიანი მხარდაჭერა, შტატების წარმომადგენლობითი პალატა და სენატი,  მხარს უჭერს თავისუფლებას და დემოკრატიას. ჩვენ ორპარტიულად - დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც მხარს ვუჭერთ დემოკრატიას.

ძალიან მიხარია, რომ ახსენეთ საქართველო, ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ქართველი ხალხით და ვიცით, რომ მათი წარსული გამოცდილებაა რომ ახლოდან იმუშაონ შტატებთან და ევროკავშირთან.

მათ ინტერესში უნდა ყოფილიყო არ მიეღოთ უცხოური რეგისტრაციის აქტი, რომელიც შეიძლებოდა იდენტიფიცირებული ყოფილიყო, როგორც დიქრატურის დასაწყისი, როგორც ეს გამოვლინდა რუსეთში და ვენესუელაში - თქვა ვილსონმა. 

საქართველოში მიმდინარე პროცესები  იყო განხილვის ერთ- ერთი თემა კონგრესში, სადაც  გუშინ სომხეთის შესახებ მსჯელობდნენ.  თქვეს, რომ ოქტომბრის არჩევნები  ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება. 

უმწვავესი იყო ეუთოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის განცხადებებიც დიპლომატმა პირდაპირ თქვა საქართველომ  უდიდესი  დემოკრატიული უკუსვლა განიცადა. ახსენეს საქართველოს  ტერიტორიიდან რუსეთში სავარაუდოდ უკანონოდ გატანილი ტვირთები და რუსული კანონი რომელიც პუტინის კანონის სრული ანალოგია.

 

მსგავსი სიახლეები