ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელება აღიარებითი ჩვენებაა, რომ საქმე კარგად არ აქვთ - ხუხაშვილი

11.09.24 11:18
ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელება აღიარებითი ჩვენებაა, რომ საქმე კარგად არ აქვთ - ხუხაშვილი

აღიარებითი ჩვენებაა, რომ საქმე კარგად არ აქვთ, - ასე აფასებს პოლიტიკის ექსპერტი და ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ოლიგარქის სიის პირველ ნომრად დასახელებას. ექსპერტის თქმით, ივანიშვილს საჯაროობა არ უყვას და ქვეყნის მართვა კულისებიდან ურჩევნია, თუმა ასპარეზზე მაშინ გამოდის, როცა წაგების რისკებს ხედავს.

ამასთან, ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებში წაგების შემთხვევაში, ივანიშვილი მიზნად ორი ირაკლის "ჩარეცხვას" ისახავდეს და კოალიცია რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან შექმნას. 

სია არის ძალიან სუსტი. აღიარებითი ჩვენებაა, ფაქტობრივად, რომ საქმე კარგად არ აქვთ. თვითონ ბიძინას სიაში უოფნაც იმას ნიშნავს, რომ მას მოუწია ამ ცოდვილ მიწაზე დაბრუნება ოლიმპიდან. ვის ეპაექრება? ღმერთს ეპაექრება და ამან გადაუჯოკრა, შეიძლება ითქვას, მესამედ მოვიდა. ის ჩაეწერა სიის პირველ ნომრად იმ მარტივი მიზეზის გამო, ჩემის აზრით, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, შეეცადოს, რომ რომელიმე ჯგუფი გადმოიბიროს, ოპოზიციუირ ჯგუფი და მასთან შექმნას კოალიცია. აქ პირობა გასაგებია, რაც იქნება. ეს იქნება ორი ირაკლის ჩარეცხვა, იმიტომ, რომ სხვა პირობებზე არავინ მას არ დათანხმდება. და ირაკლების ჩარეცხვა, თუ რომელიმე მათგანი პირველი ნომერი იქნებოდა, შეუძლებელი იქნებოდა. მე ისიც კი გამიკვირდა, იგივე შრიფტით როგორ ჩაწერეს სიაში ბიძინა ივანიშვილის გვარი, როგორც სხვების. ან შარავანდედით შეემოსათ ან რაღაც ჩუქურთმები გაეკეთებინათ... აქვს ეს უნარები, იგივე, აღმასრულებელშ ვიღაცას მინისტრობას შეპირდება, ვიღაცას მინისტრის მოადგილეობას, ვირაცას ტენდერების მოგებას და მოთაფლავს, მითაფლავს, ვიღაცას იყიდის, ვიღაცას კომპრომატს ამოურებს, - ამბობს ხუხაშვილი. 

„ოცნების“ საარჩვენო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ღონისძიებაზე განაცხადა. 

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დამსახურებებებზე ისაუბრა და მას „ქვეყნის გადარჩენისთვის“ მადლობა გადაუხადა.   

 

მსგავსი სიახლეები