"ოცნებამ" თავის გადასარჩენად ბოლო მძლავრი მექანიზი აამოქმედა" - ცქიტიშვილი ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელებაზე

11.09.24 11:32
"ოცნებამ" თავის გადასარჩენად ბოლო მძლავრი მექანიზი აამოქმედა" - ცქიტიშვილი ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელებაზე

როგორც ჩანს, ბოლო მძლავრი მექანიზმი აამოქმედა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ რაღაცნაირად თავი გადაირჩინოს, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი ივანიშვილის სიის პირველ ნომრად დასახელებას. მისი თქმით, ივანიშვილი ცდილობს, ახლა ლოკომოტივის როლი შეასრულოს და პარტია "გაქაჩოს", რადგან ცხადია, რომ "ოცნება" ცუდ მდგომარეობაშია. 

ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ მცდელობის მიუხედავად, ხალხში განწყობების შეცვლა უკვე შეუძლებელია. 

თქვა მაშინ, როდესაც ის ფორმალურად მიდიოდა, რომ მისი დაბრუნება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკიდურესად გაუჭირდება და მაშინაც აზრიც აღარ ექნება და არ ვიცი, ახლა მის გამოჩენას, ამ სიტყვების მერე, რამდენად შეცვლის სიტუციას. მე ვფიქრობ, რომ დიდად არ შეცვლის, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლო მძლავრი მექანიზმი აამოქმედა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ რაღაცნაირად თავი გადაირჩინოს ამ სიტუციაციისგან. არავის წარმოუდგენია, რომ ივანიშილი და ალბათ არც თვითონ, რომ ის იყოს პარლამენტში დეპუტატი, კანონშემქმნელი იყოს, უმრავლესობის ლიდერი, იმიტომ, რომ მას ასეთი საქმიანობა არ ახასიათებს დაბუნებრივია, ის ცდილობს, რომ გაქაჩოს როგორც ლოკომოტივმა პარტია. როგორც წესი, ეს გამოიყენება ხოლმე პიარ ტექნოლოგიის თვალსაზრისით, რომ რაღაც საყოველტაო სიყვარულის მქონე ადამიანი ჩასვან სიაში იმისთვის, რომ რაღაც განწყობები ცოტა შეატრიალონ. სამწუხაროდ, აქაც, მე ვფიქრობ, განწყობები კი არ შეტრიალდა, ამ სპორტსმენების მიმართაც დაზიანდა განწყობები ქვეყანაში, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

„ოცნების“ საარჩვენო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ღონისძიებაზე განაცხადა. 

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დამსახურებებებზე ისაუბრა და მას „ქვეყნის გადარჩენისთვის“ მადლობა გადაუხადა.   

 

მსგავსი სიახლეები