"თქვენი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა ივანიშვილმა" - ვოლსკი "პირველების" ჟურნალისტს

11.09.24 11:40
"თქვენი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა ივანიშვილმა" - ვოლსკი "პირველების" ჟურნალისტს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ სიის პირველ ნორმად ივანიშვილის დასახელება ნორმალური მოვლენაა და აქ კრიტიკა უადგილოა. "თქვენი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა ივანიშვილმა," - უთხრა ვოლსკიმ "პირველების" ჟურნალისტს.

როცა სიაში არ იყო, ამბობდით, რომ არაფორმალური მმართველობაა. შემოვიდა პარტიის მმართველობაში , ესეც არ მოგეწონათ. თქვენი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. არის გუნდის ლიდერი და რასაკვირველია, ამის გაფორმება აბსოლუტურად ნორმალურია, - ამბობს ვოლსკი. 

ამასთან, ვოლსკი ვერ ამბობს, ჩაებმება თუ არა ივანიშვილი საპარლამენტო საქმიანობაში.

არ ვიცი, ვნახოთ, - ამბობს ვოლსკი. 

„ოცნების“ საარჩვენო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ღონისძიებაზე განაცხადა. 

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დამსახურებებებზე ისაუბრა და მას „ქვეყნის გადარჩენისთვის“ მადლობა გადაუხადა.   

 

მსგავსი სიახლეები