ქართველი ქალი შეყვარებულმა წამებით მოკლა, სცემა, დაზიანებები დანით მიაყენა - ახალი დეტალები თურქეთში მომხდარ მკვლელობაზე

11.09.24 11:43
ქართველი ქალი შეყვარებულმა წამებით მოკლა, სცემა,  დაზიანებები დანით მიაყენა - ახალი დეტალები თურქეთში მომხდარ მკვლელობაზე

სტამბოლში ქართველი ქალის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი უკვე გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. 

განსაკუთრებული  სასტიკით ჩადენილი დანაშაულის ადგილი ბეიღლუს რაიონში ერთ -ერთი სასტუმრო გახდა. 

 თვითმხილველების ინფორმაციით,  ქალს სასიკვდილოდ მეგობარმა მამაკაცმა სცემა და ცოცხალ -მკვდარი სასტუმროს მისაღებში დატოვა.

გვესმოდა კამათის ხმა, შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. გავიგე, რომ ქართველი ქალი შეყვარებულმა წამებით მოკლა, სცემა და ბოლოს, დაზიანებები დანით მიაყენა. ჩვენს სასტუმროში იყვნენ, კამათი ნახევარი საათი გრძელდებოდა, ცოტა ხანში კაცმა საეჭვო ქცევები გამოამჟღავნა, სასტუმრო დატოვა და სირბილი დაიწყო. გავეკიდე, რომ დამეჭირა,დიდხანს გარბოდა, თუმცა მისი დაჭერა მაინც მოვახერხე. ამბობენ, რომ კაცმა შეყვარებული ფულის გამო მოკლაო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახეს პოლიცია და სამედიცინო ბრიგადები. ადგილზე მალევე მოვიდნენ, თუმცა ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი დააკავეს"- აცხადებს თვითმხილველი.