ტალახაძე ამტკიცებს, რომ "გაუგებრობების" მიუხედავად, "ოცნება EU-ში ღირსებით შეაბიჯებს

11.09.24 11:54
ტალახაძე ამტკიცებს, რომ "გაუგებრობების" მიუხედავად, "ოცნება EU-ში ღირსებით შეაბიჯებს

ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" სიის პირველი ოცეულის წევრი ლაშა ტალახაძე ხხელისუფლების რიტორიკას იმეორებს და ამტკიცებს, რომ მმართელმა პარტიამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამის შესახებ მას "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე ყოფნისას. ტალახაძე აღიარებს, რომ გაუგებრობები არ არის, მაგრამ "ოცნება" ევროკავშირშ მაინც ღირსებით შეაბიჯებს.

გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში. ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ, რომ განცხადებები კეთდება, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა და მალე იქნება მოგვარებული. დარწმუნებული ვარ, რომ ვიმსახურებთ ევროპაში ყოფნას, საქართელო არის ევროპის შემადგენელი ნაწილი და ჩემი მთავარი მიზანია, რომ საქართველო იოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამბობს ტალხაძე.

ტალხაძე ასევე არ მალავს, რომ რუსული კანონის მომხრეა. 


გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, ვთვლი, რომ აუცილებელია და არ უნდა იყოს საზოგადოებაში დამალული რამე და უნდა იყოს ყველაფერი საჯარო. 
რომ გითხრათ, რომ ჩამოყალიბებული ვარ ყველაფერშ, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, ჩემი ქართული სპორტის გვერდზე დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი, რასაც განვახორციელებთ ერთად ჩვენი გუნდი, - ამბობს ტალახაძე. 

 

“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა. 

“ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.

 

მსგავსი სიახლეები