იზიარებს თუ არა აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ოცნების" პოზიციას - რას ამბობს გენო პეტრიაშვილი
"პირველების" კითხვას, იზიარებს თუ არა აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ოცნების" პოზიციას, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გადაჭრით ვერ პასუხობს. ამასთან, "ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.
რუსები არიან ოკუპანტები და გვეჯავრებიან ყველას. პირველ რიგშ, მე, გენო პეტრიაშვილმა, ძალიან ბევრი მაგარი ემოცია შევძინე ჩემს გულშემატკივარს, რაც შემეძლო და ახლაც ვეცდები, რომ ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და ამიტომ შევუერთდი ამ ძალიან მაგარ გუნდს. ძალიან გვიყვარს თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი სამშობლო და ყველას აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. პარლამენტში ბევრ ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპაში მშვიდობით, ღირსებით და ეს არის ძალიან მნიშნელოვანი, - ამბობს პეტრიაშვილი.
“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა.
“ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.