მოსწავლეთა დიდი ნაწილი სასწავლო წლის დაწყებას ხვდება როგორც მომთაბარე მოსწავლე - ანა დოლიძე

11.09.24 12:27
მოსწავლეთა დიდი ნაწილი  სასწავლო წლის დაწყებას ხვდება როგორც მომთაბარე მოსწავლე - ანა დოლიძე

სკოლებში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. დოლიძე 67 საშ. სკოლასთან მივიდა, რომელიც ამ დრომდე სარემონტოა, მოსწავლეებს კი განათლების მიღება სხვა და სხვა სკოლებში უწევთ. 

კორუფციის და გულგრილობის სიმბოლო, - ასე მოიხსენიებს დოლიძე აღნიშნულ სკოლას და პირობას დებს, რომ არჩევნებშ გამარჯვების შემთხვევაში მოსწავლეებს მსგავსი პრობლემები აღარ ექნებათ. 

დღეს, მოვედით ძველ თბილისში 67- სკოლასთან, როგორც სიმბოლოსთან იმ კორუფციის, ჩამორჩენილობისა და უნიათობის, გულგრილობის, რასაც წარმოადგენს განათლების სამინისტრო. საქართველოს მოსწავლეთა დიდი ნაწილი ახლა, ამ სასწავლო წლის დაწყებას ხვდება როგორც მომთაბარე მოსწავლე. ისინი დადიან სკოლიდან სკოლაში, მოშორებით საცხოვრებელი ადგილიდან, იმ პირობით, რომ მათ სკოლაში იქნება რემონტი. ჩვენ ახლა რემონტის, ჩაქუჩების გუგუნი არ გვესმის და სწორედ ასეთი მივარდნილი სიტუაციაა სკოლების უმრავლესობაში, სადაც ვარდება ტენდერები, არ ტარდება ტენდერები და არ არის დასრულებული რემონტი რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენი ამოცანა არის სწორედ, მომავალი არჩევნებით ეს ვითარება დავასრულოთ და ევროპული სტანდარტების საშუალო და უმაღლესი განათლება დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

მსგავსი სიახლეები