შესაძლოა, "ოცნებამ" ჩემზე თავდამსხმელებიც გაათავისუფლოს - გია ჯაფარიძე შერჩევით სამართალზე საუბრობს

11.09.24 12:13
შესაძლოა, "ოცნებამ" ჩემზე თავდამსხმელებიც გაათავისუფლოს - გია ჯაფარიძე შერჩევით სამართალზე საუბრობს

"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, არათუ გამოიძიოს ჩემზე თავდასხმა, არამედ განახორციელოს შერჩევითი ამნისტია, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირები გათავისუფლდნენ", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ადვოკატთან ერთად შსს-თან გამართა. 

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მასზე თავდასხმიდან უკვე 4 თვე გავიდა, თუმცა საგამოძიებიო უწყებას დამნაშავეები ამ დრომდე არ გამოუვლიენია.

დაახლოებით ოთხი თვის წინ ჩემზე იყო თავდასხმა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, საქართველოს პროკურატურის მიერ მე ცნობილი ვარ დაზარალებულად, მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში გამოძიება ვერაფერს მეუბნება ახალს. ჩემს ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია გამომძიებლებთან, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ და მეტიც: "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, შერჩევითი ამნისტიის განხორციელება, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ. ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი ადვოკატები ვითხოვდით იმ ჩანაწერებს, რომლებიც ამოღებული აქვს კრიმინალურ პოლიციას, ასევე ჩვენი კორპუსის ჩამწერი სისტემის მასალას, ჩემს პირად ნივთებს, რომლებიც, როგორც კრიმინალური 0პოლიციის გამომძიებლები ამბობენ, ჯერ კიდევ ექსპერტიზის ბიუროშია", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გია ჯაფარიძემ.

ადვოკატი ლაშა ტყშელაძე კი ამობს, რომ ხელისუფლებას თავდამსხმელები იდენტიფიცრებული ჰყავს, თუმცა "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ მათ ამნისტია შეუფარდოს.

ამ ადამიანებს დაუკვეთეს თავდასხმა, შეასრულებინეს, დღეს კი უნდათ, რომ მათ ამნისტია შეუფარდონ და მოუხსნან პასუხისმგებლობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს თავდასხმა იყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. რაც შეეხება ექსპერტიზის ბიუროს, აქამდე არ არის ჩატარებული ექსპერტიზა, რადგან მას არა აქვს სათანადო რესურსები, სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ,რომ სახელმწიფოში მოხდეს სწრაფი გამოძიება, ამიტომაც გვინდა ევროკავშირი, ამიტომაც გვინდა 14 მილიარდიანი გრანტი, რომელსაც პირდაპირი წესით მიიღებს აქართველო. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჰელსინკის კომისია, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ადამიანებზე მოხდა თავდასხმა და მათზე იძალადეს "ტიტუშკებმა" და ზონდერებმა და თუ ის არ იქნება გამოძიებული, პირდაპირ მიუთითებს, რომ თავდასხმა იყო წახალისებული და სახელმწიფოს მიერ მწვანე შუქანთებული, - ლაშა ტყეშელაძემ. 
 

მსგავსი სიახლეები