"დროა" ეპიდვითარების გამო ხალხმრავალ ღონისძიებებზე უარს ამბობს
ელენე ხოშტარიას პარტია "დროა" უარს ამბობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარებას. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარია მოუწოდებს მთავრობას, გააუქმოს წინასაარჩევნოდ ხალხმრავალი ღონისძიებები და დაიწყოს ვაცქინაციის აქტიური კამპანია.
დღეს როცა ვკითხულობთ, რომ 54 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ფეხმძიმე ქალბატონი, პარალელურად გორში და თელავში დახურულ სივრცეში მიმდინარეობს ხალხმრავალი ღონისძიებება, კონცერტი რაც არის დანაშაული და მთავარი მიზეზი ამ ვითარების. მივმართავ ხელსიუფლებას, შეწყვიტოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ემსახურება ერთადერთს, პოლიტიკურ წინასაარჩევნო მიზნებს ეს არის მასიური კონცერტები, რაც არის საშიში გავრცელების კერა. მეორე, დაიწყოს საინფორმაციო კამპანია აცრასთან დაკავშირებით; მესამე, დაიწყოს პროაქტიური კამპანია ადამიანების დარეგისტრაციის, გავიდნენ ჯგუფები და დაარეგისტრირონ ადამიანები;
ჩვენი პარტია, "დროა" აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ხალმრავალ ღონისძიებებზე", - ამბობს ხოშტარია.