აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ყველას, ვინც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ უკანონობას ჩაიდენს - სამადაშვილი

11.09.24 11:40
აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ყველას, ვინც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ უკანონობას ჩაიდენს - სამადაშვილი

ყოველ ჯერზე, როცა სახელმწიფო მანქანა თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ იმოქმედებს, სულ უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდება, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერ ლიდერი ურსალ კაბაევის დაკავებას გამოეხმაურა და ხელისუფლება პოლიტიკური მიზნით ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, "ძლიერი საქართველო" გვერდში დადუგება ყველას, ვინც მსგავის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდება. 

სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველას პსუხისგება მოუწევს. 

ჩვენ ახლა ვიმყოფებით წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც არის დაპატიმრებული ჩვენი პარტიის მხარდამჭერი  ვუსალ კაიბოვი. ჩვენ, გვინდა გავაკეთოთ განცხადება და მივმართოთ ხელისუფლებას: გასაგებია, რომ აგებთ არჩევნებს, გასაგებია, რომ ძალადობის და რეპრესიების გარდა არ დაგრჩათ არანაირი გზა, რომ დათრგუნოთ ქართველი ხალხის ნება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა სახელმწიფო მანქანა იმოქმედებს თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ წაართვას ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მეტი საქართველოს მოქალაქე დარწმუნდება იმაში, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლაზე, რომ არის ამ ქვეყნის მომავლის ბედი, ქართული დემოკრატიის ბედი, ჩვენი ევროპული მომავლის ბედი და მხოლოდ და მხოლოდ მეტ ახალგაზრდას მოუნდება, რომ ჩაერთოს აქტიურად ამ გადაწყვეტ ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ‘’ძლიერი საქართველო’’ მხარში დაუდგება არა მხოლოდ ყველა ჩვენს წევრს და მხარდამჭერს არამედ ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის წევრს და მხარდამჭერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და საქართველოს მოქალაქეებს და ყველას, ვინც გახდება სამიზნე აი, ამ რეჟიმის წინაშე გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელსაც ქართველი ხალხი დღეს აწარმოებს საკუთარი სახელმწიფოს გადასარჩენად.

მე მინდა, რომ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვინც ხელისუფლების დავალებით ასრულებს მითითებებს, ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებას, ნუ დათანხმდებით კანონის ფეხქვეშ გათელვას, იმისთვის, რომ შეებრძოლოთ სამართლებრივი და ძალადობრივი გზებით თავისუფლებისთვის ბრძოლას ამ ქვეყანაში. ხელისუფლება 26 ოქტომბერს შეიცვლება და აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ყველას, ვინც ჩაიდენს უკანონობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ აქ ვართ ჩვენი წევრებს მხარდასაჭერად, ქართული დემოკრატიის, მხარდასაჭერად საქართველოს ყველა მოქალაქის თავისუფლების, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები