"ოცნების" საარჩევნო ოცეულში ივანიშვილის ცოლის მეგობარი და კალაძის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრიც მოხვდა

11.09.24 13:27
"ოცნების" საარჩევნო ოცეულში ივანიშვილის ცოლის მეგობარი და კალაძის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრიც მოხვდა

სპორტსმენების გარდა, "ოცნების" საარჩევნო სიაში მმართველი პარტიის ლიდერებთან დაახლოებული პირები და მეგობრებიც მოხვდნენ. 

კალაძე "პირველებს" უდასტურებს, რომ შოთა ბერეკაშვილის "ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში მისი რეკომენდაციით მოხვდა. ცნობილია, რომ ბერეკაშვილი კალაძის და მისი მეუღლის უახლოესი გარემოცვის წევრია.

თბილისის მერი ამტკიცებს, რომ ბერეკაშვილი წარმატებული ბიზნესმენია და მას წარმატებულ პოლიტიკურ კარიერს უწინასწარმეტყველებს.

ჩემი რეკომენდაციით... ერთ-ეღთი მეც ვიყავი მათ შორის. მინდა, შოთას წარმატებები ვუსურვო. შოთა არის ძალიან განათლებული ახალგაზრდა კაცი, ბიზნეს სექტორში მოღვაწეობს და ვფიქრობ, მისი განათლება და შესაძლებლობები წაადგება პარლამენტს შემდეგი 4 წლის განმავლობაშ.
რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თქვენ იცით, რომ ეს არის ადამიანი, ვის ირგვლივაც გაერთიანდა საზოგადოება 2011 წელს. მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი პატივისცემა. მისი როლი არის განსაკუთრებული დღევანდელ მოეცმულობაში. რაც შეეხება თანამდებობებს, თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ვინ სად და როგორ ვიქნებით. ყველაზე მთავარი არის ის,რ ომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას. რაც არ უნდა შემოტევები იყოს, ზეწოლა იყოს, გავატარებთ იმ ქვეყნის ინტერესს, რომელსაც საქართველო ჰქვია, - ამბობს კალაძე. 

ბერეკაშვილი ერთადერთი არაა, ვინც ოცეულში მეგობრობის გამო მოხვდა. სიის კიდევ ერთი წევრი ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის მეგობარია. რა დამსახურებითვის მოხვდა ჭიჭინაძე სიაში, მმართელ გუნდში განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა. 

მსგავსი სიახლეები