ჩვენ ლუზერებს არ ვწერთ სიაში - ბექა ოდიშარია

11.09.24 13:34
ჩვენ ლუზერებს არ ვწერთ სიაში - ბექა ოდიშარია

 მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო სიაში მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს სწერს. ამასთან, დეპუტატი ირწმუნება, რომ სახელისუფლებო გუნდს ხარს ამომრჩევლის 60% უჭერს მხარს და ეს დიდწილად სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. 

ყველას სურვილი იყო, რა თქმა უნდა, და მისი გადაწყვეტილებაც, რომ ის ყოფილიყო საარჩევნო სიის პირველი ნომერი. „ქართულ ოცნებას“ აქვს 60%  და ეს უდიდეს წილად განპირობებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, მათ შორის. რა არის გასაკვირი, ვერ ვხვდები. პარლამენტის წევრიც გახდება აუცილებლად, შემდგომი თანამდებობები იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი თუ ირაკლი კობახიძე თუ სხვები, იქნება შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ ლუზერებს არ ვწერთ სიაში, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალურ ოპოზიციისგან. შესაბამისად, წარმატებული ადამიანების „ქართული ოცნების“ სიაში ყოფნა ძალიან ბინებრივი მოვლენაა, - ამბობს ბექა ოდიშარია.

“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა. 

“ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.

მსგავსი სიახლეები