"ოცნებას" დაგეგმილი ჰქონდა, თავისი სია გაეკეთილშობინებინა, თუმცა არ გამოუვიდა - ცისკარიშვილი

11.09.24 13:41
"ოცნებას" დაგეგმილი ჰქონდა, თავისი სია გაეკეთილშობინებინა, თუმცა არ გამოუვიდა - ცისკარიშვილი

“ოცნების” მიზანი იყო, საპარლამენტო სია გაეკეთილშებონიებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში, მოხდა პირიქით, რომ ჩვენს ცნობილ სპორტსმენებს, მათ რეპიტაციას და სახელებს მოსცხეს ჩირქი.” - ამის შესახებ  “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მთავარი კითხვაა, ეყოფათ თუ არა მათ გამბედაობა, იყვნენ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში. 


"ოცნების” სიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ, ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციას, რომელსაც ძირითადად დღევანდელი ოპოზიცია დააკომპლექტებს? ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა და არა უბრალოდ სახელები და გვარები, რადგან დანარჩენი ჩვენ ყველამ ვიცით, ესენი არიან “ოცნების” სახეები გასაკეთილშობილებლად ამ სიის და ამ სახელების და გვარების დაამატეს რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი, საბოლოო ჯამში, ალბათ ყველაფერი მოხდა პირიქით, მათ რეპუტაციას, ამ ადამიანების სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობინებინათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი შეკითხვა არის იმასთან დაკავშირებით, მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა იყვნენ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში თუ რამდენიმე, ჩემი ვარაუდით 3-4 მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციურ მთავრობას?” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
 

 

“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა. 

“ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.

მსგავსი სიახლეები