ბოლო გაფართხალება და წარსულის ზეიმი - გიორგი იმედაშვილი "ოცნების" საარჩევნო სიაზე
ბოლო გაფართხალება და წარსულის ზეიმი, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი გიორგი იმედაშვილი "ოცნების" საარჩევნო სიას, რომელიც გუშინ პარტიულ ღონისძიებაზე წარადგინეს. ოპოზიციის წევრის თქმით, სიაში პირველ ნომრად ივანიშვილის გამოჩენა ცახდყოფს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს.
ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პირველად 2012 წლის მერე საპარლამენტო სიაში ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არნახულად უჭირს და მათ ასევე უჭირთ ძალიან იმასთან შეგუება, რომ ეთხოვებიან ძალაუფლებას და ეს არის მათი ბოლო გაფართხალება, რომ რაღაცნაირად ბიძნა ივანიშვილის ჩასმით სიაში, მისი ტარებით საქართველოს სხვა დასხვა რეგიონებში, როგორცღაც დაიბრუნონს ის მხარდაჭერა,რომელიც ჰქონდათ 2012 წელს. მთელი ეს სცენა, რაც გუშინ ვნახეთ, ეს იყოს წარსულის ზეიმი და არ შეიძლება ქვეყანამ იცხოვროს წარსულში 12 წელი, - ამბობს გიორგი იმედაშვილი.
“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა.
“ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.