ელისაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილი ცნობილ ადამიანებს პირადად ურეკავს და "ოცნების" სიაში ჩაწერას სთავაზობს
''ძლიერი საქართველოს'' ერთ- ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, “ ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ადამიანებს პირადად ურეკავს და მმართველი ოპარტიის" საარცევნო სიაში ჩაწერას სთავაზიობს.
ელისაშვილის თქმით, სპორტსმენები არიან ზეწოლის მსხვერპლი, ბიძინა ივანიშვილი მათ აიძულებს თანამშრომლობას.
ჩვენ სახელოვან სპორტსმენებს ასე ექცევა სახელმწიფო, რამდენად მე ვიცი პირადად ურეკავს ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ადამიანებს და ზოგიერთი დაითანხმა, ზოგი ვერ დაითანხმა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი საყვარელი ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილიც ამ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ.
ისინი არიან ზეწოლის მსხვერპლი. ბიძინა ივანიშვილი მათზე ზეწოლას ახდენს და აიძულებს, რომ დათანხმდნენ',- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა.
ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.