თავდასხმები "ოცნების" დაგეგმილია, ისინი საკუთარ თავს არ დაისჯიან - ყურუა

11.09.24 15:51
 თავდასხმები "ოცნების" დაგეგმილია, ისინი საკუთარ თავს არ დაისჯიან - ყურუა

თავდასხმების გამოუძიებელი საქმეები - "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ჩელე ყურუა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სადარბაზოსთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ და სცემეს, ამბობს, რომ ხელისუფლებას საქმების გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა არ უნდა.

ყურუა თავდასხმების უკან სწორედ "ოცნების" კვალს ხედავს და ამიტომაც არ უკვირს, რომ მმართველი ხელისუფლება საქმეების გამოძიებას ასე აჭიანურებს. 

არცერთი საგამოძიებო მოქმედება ჩემთვის ცნობილი არ არის, რომელიც მიმართული იქნებოდა იქითკენ, რომ სავარაუდოდ თავდამსხმელის იდენტიფიცირება მომხდარიყო. საბოლოოდ, მრჩება განცდა, რომ მათ უბრალოდ არ უნდათ ეს საქმე რომ გამოიძიონ და ვიღაცეები პასუხისგებაში მიეცნენ, რადგან შემდგომში ამ ბერკეტის გამოყენებას უფრო რისკიანს გახდის, შესაბამისად უფრო ძვირი იქნება, აქტივისტებზე და პოლიტიკოსებზე თავდასხმა. ეს არის სისტემა, რომელშიც მართლა უნდა მოინახოს ადამიანი, რომელსაც უნდა კონკრეტული დამნაშავეების დაკავება , თუმცა მას სისტემა არ მისცემს ამის გაკეთების საშუალებას, იმიტომ რომ ყველაფერი არის მმართველი პარტიის და ბიძინა ივანიშვილის ხელში. ეს ადამიანები მოქმედებდნენ, ‘’ქართული ოცნების’’ ინტერესების სასარგებლოდ, შესაბამისად ‘’ქართული ოცნების’’  დაგეგმილია ეს ყველაფერი, როცა დასჯაზეა საუბარი ’’ქართული ოცნება'' თავის თავს არ დასჯის", - განაცხადა ყურუამ. 

ცნობისთვის, ბორის ჩელე ყურუას თავს 9 მაისს დაესხნენ. ოპოზიცოონერის თქმით, მას სახლთან ჩასაფრება ნიღბიანმა პირებმა მოუწყვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მსგავსი სიახლეები