თავდასხმების გამოუძიებელი საქმეები და არცერთი დაკავებული - რა პასუხი აქვს მინისტრის მოადგილეს
4 თვე ოპოზიციონერებზე და აქტივისტებზე თავდასხმების სერიიდან და არცერთი დაკავებული - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კვლავ ამტკიცებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და როგორც კი შესაბამისი პირების ბრალეულობა გამოიკვეთება და საკმარისი მტკიცებულებები იქნება, შესაბამისი ორგანოები რეაგირებას მოახდენენ.
დაწყებულია გამოძიება 126-ე მუხლით, არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩავატარეთ. მათ შორის ჩატარებულია მოწმეების გამოკითხვა. 6-მდე ექსპერტიზაა დანიშნული. სხვადასხვა მასალები არის გამოთხოვილი საქმეზე. თავად გაიოზგა ჯაფარიძე ცნობილია დაზარალებულად. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და როგორც კი გამოიკვეთება შესაბამისი პირი და იქნება საკმარისი მტკიცებულებები, რომ კონკრეტული პირების მიმართ დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, პროკურატურა და შესაბამისი ორგანოები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.
ალეკო ელისაშვილი საქმეზე მიმდინარე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ახორციელებს. ჩვენი მხრივ რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ მას ვედავებოდით პოლიციიისადმი დაუმორჩილებლობას, გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული ჯარიმა და გარკვეული პერიოდი როგორც მახსოვს, იარაღის ტარების უფლებაც კი შეეზღუდა", - განაცხადა დარახველიძემ.