"რეალობას მოწყვეტილია, ამ ქვეყანაზე არ არის" - "ოცნების" რეაქცია პრეზიდენტის პროგნოზზე
"რა იცის სალომე ზურაბიშვილმა, რეალობას მოწყვეტილია, ამ ქვეყანაზე არ არის" - ასეთი შეფასება მოჰყვა "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის უმწვავეს გზავნილებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ Figaro-სთან ინტერვიუში გააჟღერა.
საუბარია ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილის პარტია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია და გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ.
დედაქალაქის მერს დღეს პრეზიდენტის იმ განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის.
„დაიმახსოვრეთ დღევანდელი ჩამი ვიდეო-ჩართვა. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად, არანაირი კოალიციის საჭიროება არ იქნება. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, Figaro-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მანდატის ამოწურვის შემდეგ, მეორე ვადით იყაროს კენჭი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.