გახდება თუ არა ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი? - რას ამბობენ "ოცნების" ოპონენტები?

11.09.24 15:36
გახდება თუ არა ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი? - რას ამბობენ "ოცნების" ოპონენტები?

გახდება თუ არა ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი?  - ფრანგულ მედიასთან პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ პროდასავლური პარტიების ნაწილი  მეორე ვადით  ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მომხრეა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა  გადამწყვეტ ეტაპზე ქვეყნისთვის საჭირო  ნაბიჯები გადადგა და ევროინტეგრაციის პროცესში  მისი როლი  მნიშვნელოვანი იქნება.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად სწორი როლი ითამაშა. 

პოლიტიკოსის თქმით, თუ ვადის ამოწურვის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობაზე კენჭისყრას გადაწყვეტს, სალომე ზურაბიშვილს "ძლიერი საქართველოს" მხარდაჭერა ექნება. 

ჩვენ მივესალმებით, იმ ძალიან სწორ როლს, რომლის საქართველოს პრეზიდენტმა ითამაშა გასული თვეების მანძილზე ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად და გარუსებისგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ცხადია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც პრო ევროპულო კოალიციას ექნება, უმრავლესობა ხმების პარლამენტში ჩვენი , "ძლიერი საქართველოს’’ პოზიცია არის, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მის კანდიდატურას თუ ის დააყენებს, შესთავაზებს საკუთარ თავს ქართველ ხალხს.“ - თქვა სამადაშვილმა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" პოზიციაც ცნობილია, როგორც თაზო თევზაძემ "პირველებს" განუცხადა, მათი გაერთიანება სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას მხარს დაუჭერს. 

კოალიცია ცვლილებისთვის და ყველა ყველა ამ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტია, მხარს დაუჭერს საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვადით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის არჩევას. მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობაში და ასევე საქართველო ევროპული მომავლის საბოლოო ჯამში სასიკეთო შედეგამდე მიყვანისათვის“ - ამბობს ის. 

პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მოსწონთ და მის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას მხარს უჭერენ გიორგი გახარიას გუნდში. მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის როლზე დღეს პარლამენტში ისაუბრა: 

ერთია ის, რომ არჩევნებზე უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები და მეორე არის ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც გაჩერებულია, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციას. ორივე ამ პროცესში  ქალბატონი პრეზიდენტის როლი არის მნიშვნელოვანი, ამიტომ რა თქმა უნდა მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მას, მის ინიციატივას

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, ამ ეტაპზე მათგან მკაფიო პასუხი არ არსებობს. “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ახლა მთავარი ფოკუსი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაა. 

გამარჯვება არის მოსაპოვებელი, შემდეგ გაერთიანებულად ოპოზიცია ახალია კოალიციური უმრავლესობა, ვის დაუჭერს მხარს,ალბათ ვისაც კარგი გეგმა ექნება, კარგი პროგრამა ექნება, შესაბამისი კომუნიკაცია ექნება სხვადასხვა პარტიებთან, ვინც დააკომპლექტებენ კოალიციურ მთავრობას ის იქნება ადამიანი, ვისაც საპრეზიდენტო მხარდაჭერა ექნება ოპოზიციის.

საპირისპირო აზრზეა "გირჩი" - იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ‘’ქართული ოცნების’’ წარმომადგენელი, აკეთებს ‘’ქართული ოცნების’’ საქმეს და არასდროს არ გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მომლაპარაკებლად დანიშვნა დასავლეთთან, ჩემი აზრით არაფერში არ წერია"- განმარტა იაგო ხვიჩიამ. 

ცნობისთვის, Figaro-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მანდატის ამოწურვის შემდეგ, მეორე ვადით იყაროს კენჭი.

ამასთან, ფრანგულ Figaro-სთან ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილის პარტია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია და გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ.

მსგავსი სიახლეები