"მოუწევს კოლბიდან გამოსვლა" - ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილზე

11.09.24 15:23
"მოუწევს კოლბიდან გამოსვლა" - ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილზე

"მოუწევს კოლბიდან გამოსვლა" - "ოცნების" ყოფილი წევრი და გახარიას გუნდის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.

ამასთან, გოგიჩაიშვილი"ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს "პროფესიონალ მატყუარად" მოიხსენიებს. 

ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ფასი არ აქვს. ის მუდმივ რეჟიმში იტყუება და შესაბამისად, არის პროფესიონალი მატყუარა. ჩემი აზრით, რამაც გადააწყვეტინა, ეს არის შიში, შიში, რომელიც მას გლობალურად აწუხებს. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დებატებზე დაჯდომა, მას მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, ის ვერ დაიმალება კოლბაში, ის უნდა გამოვიდეს კოლბიდან. ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ადამიანების მოხმარება, პირდაპირი მნიშნელობით. ასე, ლიმონივით გამოწურვა და მერე გადაგდება. ასე ექცევა ადმაიანებს, მაგრამ ეს არის იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც ამის უფლებას აძლევენ მას. ჩვენ გვეგონა, რომ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის ბოლო დიქტატორი, მაგრამ ბიძინა ივანიშილია ამ ქვეყნის ბოლო დიქტატორი და ამ ქვეყანაში დდიქტატურა და დიქტატორები დამთავრდებიან, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი. 

“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა. 

“ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.

 

მსგავსი სიახლეები