"ოცნებას" ძალიან უჭირს, სიის მეორე ნომერია ადამიანი, რომელიც ხალხმა სტვენით გააჩერა - ეკა ბესელია
"ოცნების" ყოფილი წევრი და "სამართლიანობის" ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ მმართველ პარტიას დღეს ძალიან უჭირს და ეს "ოცნების" პარტიულ ღონისძიებამაც ცხადყო. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილმა ვერ ნახა ადამიანი, ვისაც სიის პირველ ნომრად დაასახელებდა, რადგან ცხადია, რომ არცერთ მათგანს საზოგადოების მხარდაჭერა აღარ აქვს.
ამასთან, ბესელია ამბობს, რომ ივანიშვილმა სიაში ის ადამიანები შეიყვანა, ვინც ყველაზე მეტად მორჩილები არიან.
ძალიან ცხადად ჩანს, როგორ უჭირს დღეს მმართველ პარტიას. არავინ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ლიდერი, ვერავის ვერ ჩაუყენებდა ამ სიას, იმიტომ, რომ მეორე ნომერი ამ სიის არის ადამიანი, რომელიც თავისუფლების მოედანზე ხალხმა სტვენით გააჩერა. ძალიან სევდიანად და საბრალოდ გამოიყურება 12 წლის შემდეგ ეს ყევლაფერი, იმიტომ, რომ ივანიშვილის გვედით როდესაც დგება კობახიძე, მდინარაძე და ოხანაშვილი, ის ხალხი, რომლესაც არასდროს უბრძოლია არანაირი ღირებულებებისთვის, არასდროს არაფერი ამ ქვეყანაში არ გაუკეთებია ღირებული და ქვეყის სასიკეთო, ამ ადამიანების გვერდით რომ დგება, რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკულია.
საერთოდ, ვინ როგორ, რა ნიშნით ხვდება, ამას ერთი ახსნა აქვს: ვინ როგორი მორჩილია. ყველაზე მეტად მორჩილი და ყველაზე ცუდი საქმეების შემსრულებლად ვინც მიაჩნია მათ გუნდში, ისინი დარჩნენ და ამიტომაც შეიძლება არ იყო იქ თალაკვაძე, - ამბობს ეკა ბესელია.
“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა.
“ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.