"ოცნებამ" გადაწყვიტა, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას ხელი ზეწოლით და დაშინებით შეუშალოს - ფიქრია ჩიხრაძე
მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიან და სამართლიან გარემოში მიმდინარეობდეს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ სამცხეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ "ოცნებამ" გადაწყვიტა, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას ხელი ზეწოლით და დაშინებით შეუშალოს, თუმცა კოალიცია მზადაა, ხელისუფლების მსხვერპლი ყველა ადამიანი დაიცვას და გვერდში დაუდგეს.
"ძლიერი საქართელოს" ლიდერის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებმა ცხადყო, თუ რაოდენ მძიმე გარემოში უწევთ ცხოვრება მოქალაქეებს. მისი თქმით, მოსახლებასთან შევედრამა ასევე ნათელი გახადა, რომ "ძლიერ საქართველოს" ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, "ქართული ოცნება" ახლა ტყუილებით ცდილობს, ხალხის მხარდაჭერა მორიგ ჯერზე მოიპოვოს, თუმცა ეს აღარ გამოუვა. ოპოზიციის წევრი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ეკონიმიკურ კეთილდღეობას და უკეთეს მომავალს ჰპირდება.
ჩვენ დღეს ვიმყოფებით ახალციხეში, სამცხეში, ვაგრძელებთ ჩვენს წინასაარჩევნო ტურს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს," 9 ნომრის მოგზაურობას, ამომრჩეველთან შეხვედრას. წინასაარჩევნო პერიოდში "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ზეწოლით, დაშინებით, მათ შორის სამართლებრივი ბერკეტებით ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას შეუშალოს ხელი და ჩვენი ერთი თანაგუნდელი გუშინ აბსოლუტურად მოგონილი მიზეზით დააკავეს, მაგრამ ჩვენმა აქტიურმა პროტესტმა გამოიღო შედეგი და წინასწარი პატიმრობიდან ის გათავისუფლებულია. ჩვენ მზად ვართ, რომ სასამართლოზეც დავიცვათ ეს ადამიანი და საერთოდ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი კოალიციის და ზოგადად ოპოზიციის მხარდამჭერია, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ეს წინასაარჩევნო პერიოდი.
რამდენიმე დღის წინ, აი, აქ, ახალციხის ცენტრში კიდევ ერთხელ ვნახეთ ქვეყნის არაფორმალური ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შუშის კოლბაში იდგა და ჩვეულ ტყუილებს ელაპარაკებოდა როგორც ახალციხის, სამცხის მოსახლეობას, ისე მედიების მეშვეობოთ მთელი საქართველოს მოსახლეობას. მათ აღარ აქვთ ის განცდა, რომ 12 წლის განმავლობაში არსებულ ტყუილებზე დაფუძნებულ ძალაუფლებას უნდა ჰქონდეს დასასრული და ისინი ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორმე ძალაუფლება არ დაკარგონ. მათ იციან, რომ მათი მხარდაჭერა ძალიან დაბალია. აქამდე ჩვენ უკვე გვქონდა გარკვეული შეხვედრები და ვგრძნობთ ხალხის განწყობას, ვგრძნობთ ჩვენი კოალიციისადმი მხარდაჭერას, რომელიც ოთხი პოლიტიკური სუბიექტისაგან შედგება, ეს არის "ლელო", "ანა დოლიძე ხალხისთვის", "ალეკო ელისაშვილი- მოქალაქეები" და " "თავისუფლების მოედანი", მოძრაობა, რომელიც პროევროპული პროტესტიდან იშვა და წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ფენის ერთობას, ესენი არიან აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვეუბნებით მთელ საქართველოს, ტყუილების დრო დასრულდა! სადაც ჩვენ ვიმყოფებით, აქ სამცხე-ჯაცვახეთში, მართლაც საქართველოსთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვან რეგიონში, როგორც სასოფლო-სამეურნეო კუთხით, ისე კულტურული, ეთნიკური კუთხით. მართლაც რომ საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ეს მხარე. დასაქმების კოეფიციენტი არის დაახლოებით 50% ზრდასრული მოსახლეობისა უმუშევარი. ამ დროს წარმოუდგენელია, რომ ვინმე ქვეყნის ხელისუფლებიდან ლაპარაკობდეს წარმატებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, როდესაც მოსახლეობის 50% არია უმუშევარი. საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენი მთავარი დაპირება არის სმაცხეში, ახალციხეშიც და ამ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, რომ ჩვენ 200 000 ახალ სამუშაო ადგილს ვპირდებით მოსახლეობას მაღალი და სამართლიანი ანაზღაურებით გარანტირებულ დასაქმებას, იმისთვის, რომ ხალხი კი არ გარბოდეს, არამედ აქედან გაქცეული ადამიანები პერსპექტივის დაბრუნების გამო თავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ და აქ ჰქონდეთ შესაძლებლობა გააგრძელონ ნორმალური, ღირსეუკი ცხოვრება.
აქ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბაზრის ტერიტორიაზე და ყველა ხანშიშესული ადამიანი ამბობს, რომ პენსიის სიმცირე არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ ვპირდებით მათ, რომ პენსია გახდება 1000 ლარი და დაუყოვნებლივ დაიწყება ეს მატება ხელისუფლების ცვლილებისთანავე. ჩვენ ვხედავთ ამის რეზერვს იმ კორუფციაში, იმ გაბერილ ხარჯებში, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების პირობებშია. იმ საერთაშორისო დახმარებაზე უარს, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტმა სწორედ "ქართული ოცნების" დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო უარი თქვეს და ეს დააკლდა, სამწუხაროდ, ჩვენს ხალხს. ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ ყველა სოფელში, ყველა ამომრჩეველთან და ამის თაობაზე ვესაუბროთ, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.